მთავარისიახლეებიუკრაინაკიევში პოროშენკოს დამქაშებმა რუსთავი 2 - ის ჟურნალისტი და ,,ატოს'' ქართველი...

კიევში პოროშენკოს დამქაშებმა რუსთავი 2 – ის ჟურნალისტი და ,,ატოს” ქართველი მებრძოლები გაიტაცეს

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევში სახლიდან „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს. 
 
მიხეილ საააკაშვილის   თქმით, ჟურნალისტს აკრედიტაცია ჰქონდა უკრაინაში.  ამასთან ოდესაში ყავს უკრაინელი მეღლე, რომელიც 8 თვის ფეხმძიმეა.
 
 
როგორც მიხეილ სააკაშვილი პირველ განცხადებაში ამბობს, ჟურნალისტს  თავზე ტომარა ჩამოაფარეს, ხელბორკილები დაადეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს, ხოლო მომდევმო განცხადებაში წერს, რომ მის ხელთ არსებული  ინფორმაციით,  ჟურნალისტი სხვა გატაცებულებთან ერთად ყავთ, ჟულიანას აეროპორტის ვიპ ტერმინალში, იქ, საიდანაც მედვედჩუკი სისტემატურად დაფრინავს პუტინთან. 
 
„რუს ჟურნალისტებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებენ, ხელბორკილებს ადებენ? არა! ვინაიდან პოროშენკო მედვედჩუკის მეშვეობით პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. პოროშენკო პუტინთან გარიგებაზე მიდის. ჩემი დაკავება პუტინს უნდა. ის, რომ პოროშენკო ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს ამას, ეს პუტინის თამაშია. ვაცხადებ, რომ აქ ნადირობენ იმ ხალხზე, ვინც რუსეთს ებრძოდა. ნადირობენ იმ ჟურნალისტებზე, ვინც რუსეთის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო ჩართული.
 
მცირე ხნით ადრე გავრცდლდა ინფორმაცია, რომ ასეთივე მეთოდით გატაცებულია აგრეთვე   უკრაინის სახალხო გმირი,  ,,ატო''-ს მოხალისე ვანო ნადირაძე   რომელიც ტავის თანამებრძოლთან და დღეს მასთან ერთად დაკავებულ ზურან ცინცაძესთან ერთად არაერთი წელია იბრძვის უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის და ორივე უდიდესი პატივისცემით სარგებლობს ატოს მებრძოლებში. დავით საყვარელიძის ინფორმაციით,   მათ უკრაინიდან დეპორტირებას უპირებენ.
 
 
მე არ მეშინია შენი, პეტია! მე მაინც კუთხეში მივამწყვდევ ოლიგარქებს. უკრაინელ ხალხთან ერთად გავიმარჯვებ! თქვენ თავად აახლოებთ დროს, როცა ასეთი მედვედჩუკები სავსებით ლეგალურად იქნებიან დაკავებული და გასამართლებული უკრაინელი ხალხის სახელით!'' – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი “

 

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...