მთავარისიახლეებიპოლიტიკაოღონდ ხმოსნებს ნუ დაგვიძახებთ და საარჩევნო კოლეგიის წევრები ვიქნებითო - ...

ოღონდ ხმოსნებს ნუ დაგვიძახებთ და საარჩევნო კოლეგიის წევრები ვიქნებითო – კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვა პარლამენტში ენათმეცნიერული შესავლით იწყებს

Published on

ტერმინი ”ხმოსანი” ქილიკის საგანი გახდა – შესაბამისად, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ტერმინის შეცვლის შესახებ, – ასე განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში ”ხმოსანის“, ტერმინით – ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ ჩანაცვლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
 
კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ ეს ტერმინი ძირძველი ქართული წარმოშობისაა. 
 
ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. 
 
საკონსტიტუციო ცვლილებების გაცნობამდე, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო-სახალხო განხილვის მონაწილეებს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კონსტიტუცია გააცნო. 
 
კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: – კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.
 
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.
 
იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული 16-ე მუხლი, საიდანაც სიტყვების: – ”სახელმწიფო უსაფრთხოება“, ”დანაშაულის თავიდან აცილება“ და ”მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღება ხდება. 
 
გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს. 
 
ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. პროექტი ცვლილებების განხორციელებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ 50-ე მუხლშიც ითვალისწინებს, თუმცა ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებაა და ”ხმოსანი“ ტერმინით – ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება. 
 
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა. 
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...