მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მარშრუტი გაიარა, სად იყო დამალული მოწყობილობა - როგორ დაიგეგმა ყირიმის ხიდის...

რა მარშრუტი გაიარა, სად იყო დამალული მოწყობილობა – როგორ დაიგეგმა ყირიმის ხიდის აფეთქება

Published on

რა მარშრუტი გაიარა, სად იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა დამალული, რამდენი მანქანა იყო გადაზიდვაში ჩართული – ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ ახალ და სენსაციურ დეტალებს რუსული მედია ასაჯაროვებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ დივერსიული აქტი, შესაძლოა, თავად რუსეთის სპეცსამსახურების მოწყობილი იყოს. 

რუსული მედიის ნაწილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ФСБ-ს მონაცემებით, ტერაქტში ჩართული იყო ორი სატვირთო მანქანა. ტერაქტის მომზადების სხვადასხვა ეტაპზე მასში ჩართული იყვნენ როგორც რუსეთის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

“კომსომოლსკაია პრავდას” კორესპონდენტის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ბულგარეთიდან იყო გამოგზავნილი. ის ტვირთის შიგნით იყო ჩამალული, საერთო ჯამში მანქანაში 22 ე.წ. “პოდონი” და 9 ხვეული იყო. ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე იყო დამალული, რომ რენტგენის მოწყობილობას ვერ უნდა გამოევლინა.

ტვირთი ბულგარეთიდან საქართველოში, ფოთის პორტში ჩამოვიდა, იქედან კი ტრაილერმა ის სომხეთში გადაიტანა, სადაც ტვირთი განბაჟდა. ამის შემდეგ მანქანა დაბრუნდა საქართველოში და გადაკვეთა რუსეთის საზღვარი ზემო ლარსზე. ბოლო პუნქტი არმავირი იყო, საიდანაც სხვა ტრაილერმა ის ყირიმისკენ წაიღო. სწორედ ეს ტრაილერი აფეთქდა ყირიმის ხიდზე.

პირველი ტრაილერის მძღოლი ახლა აძლევს ჩვენებას. ჯერჯერობით რაც იკვეთება, ისაა, რომ ორივე ტრაილერის მძღოლი ბრმა შერჩევის მსხვერპლია და მათ არ იცოდნენ, რა ტვირთი გადაჰქონდათ სინამდვილეში. 

ტრაილერის მძღოლმა შეკვეთა ინტერნეტით აიღო და საქართველოც გაიარა – ახალი დეტალები ყირიმის ხიდის საქმეში

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...