მთავარისიახლეებიპოლიტიკატრაილერის მძღოლმა შეკვეთა ინტერნეტით აიღო და საქართველოც გაიარა - ახალი დეტალები ყირიმის...

ტრაილერის მძღოლმა შეკვეთა ინტერნეტით აიღო და საქართველოც გაიარა – ახალი დეტალები ყირიმის ხიდის საქმეში

Published on

ცნობილი გახდა ახალი დეტალები ყირიმის ხიდზე აფეთქებული ტრაილერისა და მისი მძღოლის შესახებ. 

დადგენილია რომ მანქანამ, რუსეთში შესვლამდე, სამი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა: ბულგარეთის, სომხეთისა და და საქართველოს. ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ვლ. პუტინს ანგარიში წარუდგინა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის შეფმა ბასტრიკინმა. 

ასევე, ცნობილია რამდენიმე ახალი დეტალი: 

ყირიმის ხიდზე აფეთქების დღეს, ტრაილერის მძღოლი მახირ იუსუბოვი შეკვეთას ასრულებდა და საქონელი არმავირიდან სიმფეროპოლში მიჰქონდა.

რუსული სამხედრო ბლოგინგის წარმომადგენელთა აზრით, ის სწორედ 7 ოქტომბერს, ვლ. პუტინის დაბადების დღეს უნდა ყოფილიყო ყირიმის ხიდზე, მაგრამ ხიდამდე არმისული, რამდენიმე კილომეტრში გამოსაძინებლად გაჩერდა. ამის შესახებ მან ახლობლებს უამბო, რის შემდეგაც ტელეფონი გამორთო. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ აქამდე ის ასე არ მოქცეულა.

რაც შეეხება შეკვეთას, ის მან ბირჟის საიტზე იპოვა, სადაც კლიენტები გადამზიდავებს ეძებენ. განაცხადი იუსუბოვმა 6 ოქტომბერს შეავსო, მეორე დღეს კი არმავირში დაიტვირთა.

ბლოგერებმა ფირმა “ТЭК-34”-იც გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მას კარგი რეიტინგი და გამოხმაურებები აქვს, თუმცა ეს ყველაფერი 2009-2020 წლებში დააგროვა, ხოლო 2020 წლის ბოლოს ფირმა გაიყიდა და მისი მფლობელი ვინმე ოლეგ ანტიპოვი გახდა, რის შემდეგაც ფირმამ საქმიანობა შეწყვიტა.

2022 წლის მარტში ფირმა “გაცოცხლებას” იწყებს და ულიანოვსკში გადადის, თუმცა, რანაირ საქმიანობას არ ახორციელებს. 6 ოქტომბერს კი ვიღაც, სახელად ოლეგი ათავსებს საიტზე განცხადებას, ტვირთის გადატანის შესახებ არმავირიდან სიმფეროპოლში.

დადგენილია, რომ განცხადება საიტზე, “ТЭК-34”-ის ექაუნთით, მოსკოვის IP-მისამართიდან დაიდო.

ასევე ცნობილია, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა: ავტომანქანაში, რომელიც დატვირთული ტრაილერის გვერდით მოძრაობდა, ოთხი ადამიანი იჯდა: სამი კაცი და ერთი ქალი. ნაპოვნია ქალისა და ერთი კაცის ცხედარი, დანარჩენებს ამ დრომდე ეძებენ.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...