მთავარისიახლეებისაზოგადოებაწყალმომარაგებისთვის ათიათასობით დახარჯული ლარი და უწყლოდ დარჩენილი კორცხელის მოსახლეობა

წყალმომარაგებისთვის ათიათასობით დახარჯული ლარი და უწყლოდ დარჩენილი კორცხელის მოსახლეობა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. ქსელის რეაბილიტაციის შედეგად  კორცხელის 883 მოსახლე  ცენტრალური სისტემით უწყვეტ რეჟიმში  უნდა მომარაგებულიყო, თუმცა ამ დრომდე  მოსახლეობა ისევ უწყლობის პრობლემას ებრძვის.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ პრობლემა ჭაბურღილში წყლის არასაკმარისმა დონემ გამოიწვია. მამუკა წოწერიას თქმით,  რომ  მიუხედავად იმისა, რომ სათანადო გეოლოგიური დასკვნა არსებობდა,  პროექტით გათვალისწინებულ ჭაბურღილში არაღმოჩნდა საკმარისი წყლისდებეტი.ასე გამოეხმაურა წოწერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს შუალედური ფორმა N2-ების საფუძველზე სრულად აუნაზღაურა შესრულებული შიდა დაქსელვის სამუშაოების ღირებულება, ჯამში197.0 ათასი ლარი.პროექტი, რომლის საერთო  ღირებულება 263 890 ლარს შეადგენს, ფაქტიურად შეუსრულებელია, კორცხელის მოსახლეობა კი წლებია სასმელი წყლის მოგვარებას ითხოვს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...