მთავარისიახლეებიწულუკიანი სააკაშვილზე: უკრაინაში შეეძლოთ დაეკითხათ, სანამ შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ

წულუკიანი სააკაშვილზე: უკრაინაში შეეძლოთ დაეკითხათ, სანამ შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ

Published on

სამართლებრივად და თეორიულად, რასაკვირველია, ეს შესაძლებელია, მაგრამ ამას ის სახელმწიფო წყვეტს, სადაც კონკრეტული პატიმარი იმყოფება და ამ გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა, სადაც იმყოფება კონკრეტული პატიმარი. ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანაა საქართველო.

მე, რა თქმა უნდა, დღეს არ მაქვს კომპეტენცია, რომ ესა თუ ის პოზიცია დავიჭირო, რასაც წინა მინისტრობისას რა თქმა უნდა გავაკეთებდი, მაგრამ მაქვს ჩემი აზრი. კერძოდ იმის შესახებ, რომ პენიტენციური სამსახური ასეთ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს, თუკი დავუშვებთ იმას, რასაც თვითონ და ოჯახი ამბობენ, ბოლომდე სიმართლეა, ასეთ და უფრო მძიმე ადამიანებს წარმატებით უვლიდა და მზრუნველობდა. ამიტომ მე არ მგონია, რომ იქ რაიმე მკურნალობის პრობლემა იყოს. ასევე, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რამდენად სწორია პაციენტის მიერ საკუთარი თავის სამედიცინო მდგომარეობის შეფასება, რამდენად ობიექტურია – ეს რა თქმა უნდა, ექიმმა თქვას. ექიმი რომ შევიდეს და შეაფასოს, ლიცენზირებული უნდა იყოს, ისინი, ვინც მას აფასებენ და ექიმები მას, როგორც ყველა ვხედავთ, არ აკლია, ამბობენ, რომ მდგომარეობა სრულად სამედიცინო კონტროლს ექვემდებარება.

არის თუ არა ის ტრანსპორტაბელური, ეს ცალკე საკითხია, თვლის თუ არა საქართველოს სახელმწიფო, რომ ის უნდა გადაიყვანონ უკრაინაში დაკითხვის მიზნით, ეს მეორე საკითხია და ამაზე უფლებამოსილმა უწყებამ უნდა უპასუხოს. მე კი ვთვლი, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან სააკაშვილი ძალიან ბევრი წელი იქ [უკრაინაში] ჰყავდათ, მისი გაძევების საქმეზე გამოძიება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნებისმიერ დროს შეეძლოთ, ეს ადამიანი დაეკითხათ, სანამ საქართველოში შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ. ეს უფრო იმას ჰგავს, რომ როგორმე ეს ადამიანი [სააკაშვილი] იქ დაბრუნდეს საიდანაც ჩამოვიდა [უკრაინაში]. ეს საბაბს უფრო ჰგავს, ვიდრე საჭიროებას.

ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინაში წარსულში მომხდარ ფაქტზე უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის, როგორც დაზარალებულის დაკითხვის მიზნით მისი საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...