მთავარისიახლეებიკულტურა,,ძველთა ქვები '' უდაბნოში - ჰაერიდან დათვალიერების შედეგად გიგანტური კარიბჭე აღმოჩნდა

,,ძველთა ქვები ” უდაბნოში – ჰაერიდან დათვალიერების შედეგად გიგანტური კარიბჭე აღმოჩნდა

Published on

არქეოლოგებმა  საუდის  არაბეთის  უდაბნოში  400  უძველესი ქვისგან შემდგარი  კარიბჭე  აღმოაჩინეს.
ამ  იდუმალ  ნაგებობებს  ადგილობრივი ბედუინების ტრადიციებისამებრ ,,ძველთა ქვები’’  უწოდეს. 
ამ  საიდუმლო კონსტრუქციების ჰარატებში და  სხვა ლავურ  ველებზე მდებარეობს, როგორც   საუდის არაბეთში ისე იორდანიაში.
 
 დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის არქეოლოგმა დევიდ კენედიმ ათწლეულები გაატარა  ჰარატებსა და    სხვა  ლავურ  ველებზე  მიმფანტული  ამ  ძველი ქვის  ნაგებობების  ძიებაში,   მაგრამ სანამ   ველების ვერტმფრენიდან დათვალიერების საშუალება არ მიეცა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება ვერ შეძლო – ჰაერიდან ეს კავშირი ხელშესახები აღმოჩნდა და  თეორია, რომ ეს ქვები ცალკე ქმნილებები იყო, დაინგრა.  
 
კენედიმ  მხოლოდ  Google Earth- ის გამოყენებით აღმოაჩინა  საუდის არაბეთის უდაბნოში მიმოფანტული 400 მანამდე არადოკუმინენტირებული ნაგებობა, მაშინ როცა მანამდე სულ ხუთი ჰონდა აღწერილი. ზემოდან  გადაღებული სურათებით მოხერხდა  ამ თითქოს განცალკევებული ნაგებობების ერთიანი  სტრუქტურის აღდგენა , რომელიც  კარიბჭეს მიაქვს, კარიბჭული წყობისაა. 
 
როგორც ჩანს , ეს კარიბჭე  მიეკუთვნება ოდესღაც  დიდ,  მაგრამ  მივიწყებულსა და  შეუსწავლელ კულტურას , რომელიც შესაძლოა 2000-9000 წლის წინანდელი იყოს. იუწყება Phys.org."
 
,,ეს არა გავს ნაგებობებს, რომლებიც ადამიანების საცხოვრებლად ან გარდაცვლილთა განსასვენებლად იყო განკუთვნილი, არც ისეთი კონსტრუქციაა, რომ შეიძლება ხაფანგად, ნადირის შესატყუებლად გამოეყენებინათ,  არადა, სანამ მათ  დანიშნულებაზე არ შევიქმნით წარმოდგენას,  ვერ ვიტყვით, ყოფითი ხასიათისა იყო ეს, თუ რიტუალური, მისტიური ნაგებობა. -წერს  დევიდ კენედი.
 
მიზეზი იმისა, რომ ეს უზარმაზარი ნაგებობები აქამდე  შეუმჩნეველი დარჩა, ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ ეს ველები უნაყოფოა, გაუდაბნოებული და მოსახლეობა იქ არ არის, მაგრამ მთავარი ახსნა მაინც იმაშია, რომ მიწის დონიდან  მათი მთლიანობაში აღქმა  შეუძლებელია.  
მეცნიერი იხრება იქითკენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო უხუცესთა  დაკრძალვის ან მათი ცხედრების კრემაციის ადგილი, რადაგან მისი ფორმები იმეორებს ბედუინების ყოფაში ამ დანისნულების მქონე, მართალია, გაცილებით   მცირე მასშტაბის, მაგრამ ასეთივე ფორმების  ნაგებობებს. იდუმალება აქ მასშტაბებშია და მიწის დონიდან უხილაობაში. 
 
ჯერი ახლა არქეოლოგიურ გათხრებზეა – შესაძლოა  არტეფაქტებმა გასცეს პასუხი კითხვებზე, ვინ, რა მიზნითა და  ტექნოლოგიით აგებდა მათ. 
 

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...