მთავარისიახლეებისაქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი როგორც კი მოხდება პრიორიტეტების შესრულება - მიშელის კაბინეტის...

საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი როგორც კი მოხდება პრიორიტეტების შესრულება – მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელი

Published on

სახალხო დამცველის განცხადებით, 29 სექტემბერს ომბუდსმენმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელისგან ფრედერიკ ბერნარდისგან საპასუხო წერილი მიიღო, სადაც საუბარია ევროპული საბჭოს მზადყოფნაზე – მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები.

აპრატის ცნობით, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭომ ნათლად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიაჩნია, რომ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროპაშია.

წერილში ფრედერიკ ბერნარდი პატივისცემას გამოხატავს საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ, ხაზს უსვამს სახალხო დამცველის აპარატის როლსა და მნიშვნელობას ქვეყანაში კანონის უზენასობის რეფორმების განხორციელების საქმეში და მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის.

იხილეთ წერილის ქართული თარგმანი:

მადლობას მოგახსენებთ 22 ივნისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი გაგზავნილი წერილისთვის, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შეეხებოდა.

24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო საბჭოს დასკვნები, რითიც გამოხატა მზადყოფნა საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი როგორც კი მოხდება კომისიის მიერ საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით გაცემულ დასკვნაში ჩამოთვლილი პრიორიტეტების შესრულება. ნება მიბოძეთ განვმარტო, რომ ევროპის საბჭომ ერთმნიშვნელოვნად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროპაშია.

ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისა. ამ მხრივ, პროგრესი პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების მიმართულებით პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით უმნიშვნელოვანესი იქნება. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ თქვენი აპარატის მნიშვნელოვან როლს ამ საქმეში და ვაფასებ თქვენს ფასდაუდებელ საქმიანობას.

ფრედერიკ ბერნარდი

ევროპული საბჭოს კაბინეტის ხელმძღვანელი.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....