მთავარისიახლეებისაზოგადოებათეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა

თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან, ასევე თბილისის არაქართულენოვანი სკოლებიდან, სემინარის მონაწილე პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნისთვის მომავალი თაობის ღირსეულ აღზრდაში მათ განუზომელ როლს ხაზი გაუსვა. სახელმწიფო მინისტრმა პედაგოგებს გააცნო აპარატის საქმიანობის ორივე – როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელებაში მასწავლებლების ჩართულობა ერთ-ერთ აუცილებელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ კონტექსტში დასახულ მიზნებთან მიმართებით, თეა ახვლედიანმა პედაგოგებთან ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობა განიხილა.

„პირველ რიგში მინდა სრულიად საქართველოს პედაგოგებს მივულოცო მასწავლებლის საერთაშორისო დღე, განსაკუთრებულად კი, ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მონაწილე მასწავლებლებს, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებში ასწავლიან. მათი მისია პროფესიულ პასუხისმგებლობაზე მეტია, რადგან იმ ღირებულებათა ფორმირება, რომელიც შეესაბამება ჩვენის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რომელთაც ისინი ახალგაზრდა თაობაში აყალიბებენ ნამდვილად დამატებით ძალისხმევას საჭიროებს, მათ შორის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განსახორციელებლად. საქართველოს ევროპული პერსპექტივა სწორედ ახალგაზრდა თაობისთვის უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება. შესაბამისად, დღევანდელ სემინარში მონაწილეობა და ზოგადად ამ ღონისძიებების გამართვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პედაგოგები გაეცნონ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების პროცესს,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სემინარის მონაწილეებს სიტყვით ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მიმართეს.

„ორდღიან სემინარში 30-მდე მასწავლებელი მონაწილეობს. კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი მოიცავს შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან, თემის ექსპერტებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან ოკუპაციის მუზეუმს. კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...