მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელებს სჭირდებათ ტანკები, ამაში უსიტყვოდ ვთანხმდებით- პენტაგონი

უკრაინელებს სჭირდებათ ტანკები, ამაში უსიტყვოდ ვთანხმდებით- პენტაგონი

Published on

უკრაინელებს სჭირდებათ ტანკები. ჩვენ ამაში უსიტყვოდ ვთანხმდებით. აშშ მუშაობს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხზე რათა უკრაინამ მიიღოს 1000-მდე ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი. აქენტი კეთდება საბჭოთა წარმოების ტანკებზე, რომლებიც ნაცნობია უკრაინელთათვის” – ამის შესახებ პენტაგონში ბრიფინგის დროს განაცხადეს პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, გენერალმა პეტ რაიდერმა და თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ლორა კუპერმა .

რაც შეეხება იმ ქვეყნებს , რომელთანაც აშშ-ს პარტნიორული ურთიერთობა გააჩნია და ამერიკული ტანკების გაცვლის სანაცვლოდ , ან სრულებითაც შესყიდვის ფორმით შეძლებენ უკრაინისთვის საბჭოთა ტანკების მიწოდებას:
 
ერაყს შეიარაღებაში გააჩნია 400-მდე T-72 და 60-ზე მეტი T-90S-ის ტიპის ტანკი.  

უნგრეთის შეიარაღებაში – 150-მდე T-72ის ტიპის ტანკია

ბულგარეთის შეიარაღებაში 200-მდე T-72-ია

ეგვიპტის შეიარაღებაშია – 30 ერთეული T-80U/Uk ტანკები

კვიპროსის შეიარაღებაშია – 50-ზე მეტი T-80U/UK

პაკისტანმა უკრაინისგან 1990-იანი წლების ბოლოს 300-ზე მეტი T-80UD -ი მიიღო, დღეს კი აქტიურ სერვისში 200-მდე აქვთ.

სამხრეთ კორეას 30-ზე მეტი T-80U აქვს შეიარაღებაში

პოლონეთს 230-მდე Pt-91 Twardy ( T-72-ის მოდერნიზებული ვერსია) აქვს შეიარაღებაში.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...