მთავარისიახლეებისაზოგადოებააღება და სხვისი პრაქტიკის გადმოტანა, ვერ იმუშავებს - დეგნანი დეოლიგარქიზაციის კანონზე

აღება და სხვისი პრაქტიკის გადმოტანა, ვერ იმუშავებს – დეგნანი დეოლიგარქიზაციის კანონზე

Published on

აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ადგილობრივ სტანდარტებთან მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს. დეგნანი ამბობს, რომ ამ კუთხით ყველა ქვეყანას საკუთარი მიდგომა აქვს და საქართველოშიც ადგილობრივ გარემოებებზე უნდა იყოს მორგებული:

“დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არასათანადო გავლენის აღმოფხვრას, შემცირებას პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე, ანუ იმ საკითხებზე რეაგირებას, რაც იწვევს არასათანადო გავლენას ამ პროცესებზე. იქნება ეს ფული, სხვადასხვა გავლენები თუ ა.შ. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში, მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის ჩემს ქვეყანაში და თითოეული ქვეყანა ეძებეს საკუთარ გზებს, როგორ მოახდინოს რეაგირება ამ არასათანადო გავლენაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ამასთან დაკავშირებით გაიმართოს მსჯელობდა მოხდეს შემუშავება თუ როგორ შეიძლება ამას გაეცეს პასუხი. სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ გარკვეული ზომბი მიღებული, თუმცა ვთვლი, რომ პირდაპირ აღება და სხვისი პრაქტიკის გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, ვერ იმუშავებს ისე იმიტომ, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი კონტექსტი” ამბობს კელი დეგნანი.

დეოლიგარქიზაცია ოლიგარქის გარეშე – ასეთია “ოცნების” ხელისუფლების მიდგომა ევროკომისიის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტზე. მმართველი ძალა ოლიგარქად თვლის ყველას, გარდა ივანიშვილისა. ბიუროზე დარეგისტრირდა კანონპროექტის უკრაინული ვერსია – “უკრაინული კანონი, რომელიც არავისზე არ იყო მორგებული, არც ერთ ქართველ პოლიტიკოსზე ბუნებრივია არ იყო მორგებული, ეს კანონი შემდეგ გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, მანაც მოიწონა, ჩვენ ვთარგმნეთ კანონი და შევთავაზეთ საბაზისო ვერსიად ეს ოპოზიცია – აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც არც იმას გამორიცხავს, რომ თუ კონსენსუსი არ მიიღწევა, ეს კანონი საერთოდ არ მიიღონ.

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...