მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა "ვივა მედში" მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა “ვივა მედში” მიმდინარეობს

Published on

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი კლინიკა “ვივა მედში” მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ჩვენება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მისცეს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს მიმდინარეობისას ექიმი მოითხოვა და მედიკოსმა ადგილზე უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა მას სასამართლოზე დასწრება და ჩვენების მიცემა.

საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი იყო ცნობა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს ჩვენების მიცემა შეუძლია.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი იყო ცნობა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ჩვენების მიცემა, გამომდინარე აქედან, ვიშუამდგომლეთ გასვლით სხდომაში მონაწილეობა, რაც დააკმაყოფილა მოსამართლემ. ამ ეტაპამდე არაერთი პროცესი გადაიდო, სადაც წარმოდგენილი იყო ცნობა, რომ მას არ შეეძლო მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით კი, არც ერთ ექიმს, ან სამედიცინო დაწესებულებას არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს:

არც ერთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას არ უთქვამს, რომ სააკაშვილი თავს გრძნობს კარგად, სამედიცინო დაწესებულებამ აღნიშნა, რომ სააკაშვილს უჭირს მეტყველება, თავს გრძნობს სუსტად და იმყოფება მწოლიარე რეჟიმში”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

გარდა ამისა ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პალატაში მედიის დაშვება მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...