მთავარისიახლეები"ოცნებამ" მოგვცა შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება, ვისწავლეთ როგორი ხელისუფლება არ უნდა ავირჩიოთ -...

“ოცნებამ” მოგვცა შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება, ვისწავლეთ როგორი ხელისუფლება არ უნდა ავირჩიოთ – ნიკა გვარამია

Published on

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება მისცა ქვეყანას – გვასწავლა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება. ამ თემაზე მან სააპელაციო სასამართლოში, მისივე პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

“ჩვენ ქართულმა ოცნებამ მოგვცა ერთი შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება, ჩვენ ვისწავლეთ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი ხელისუფლება არ უნდა ავირჩიოთ არცერთ შემთხვევაში, როგორი ადამიანები, როგორი პოლიტიკოსები, ჩვენ ცდისა და შეცდომის მეთოდით ვისწავლეთ რა და ვინ არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, რომ ოლიგარქია არის კატასტროფა, როგორი, ერთი შეხედვით კეთილი ზრახვებითაც არ უნდა მოძრაობდეს იგი. ეს აცრა, ისტორიული აცრა, რომელიც ჩვენ გავიკეთეთ, სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ამ ვირუსს, აღარასოდეს აღარ შეგვყრის, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიამ ბათუმის მე-7 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ფოტო აჩვენა, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის დროშა ჩამოხსნა და თქვა, რომ ამ ადამიანს შეუძლია უკეთესი ხვალინდელი დღის მოყვანა – “ამ ბიჭმა, ერთი თავისი საქციელით გაცილებით უფრო მიგვაახლოვა უკეთეს ხვალინდელ დღეს, ვიდრე შეიძლება ყველა ჩვენგანმა, რაც ვაკეთეთ წლების განმავლობაში”. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ყველას ვალია ქვეყანა ასეთ ბიჭებსა და გოგოებს გადავაბაროთ.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...