მთავარისიახლეებიმსოფლიოელვისებურმა შეტევამ უკვე ხერსონის მიმართულება მოიცვა - რა უნდა ვიცოდეთ დღის ბოლოს

ელვისებურმა შეტევამ უკვე ხერსონის მიმართულება მოიცვა – რა უნდა ვიცოდეთ დღის ბოლოს

Published on

ხერსონის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რუსმა სამხედროებმა უკრაინელთა ინტენსიური შეტევების ფონზე დასახლება დუდჩანთან არსებულ თავდაცვით ხაზზე დაიხიეს უკან – აღნიშნულ ინფორმაციას რუსი სამხედრო პროპაგანდისტი, იგორ სტრელკოვი ( გირკინი) ავრცელებს.

რუსებისთვის არსებობს საფრთხე იმისა, რომ მდინარე დნეპრის გასწვრივ უკრაინელები ბრძოლით მიუახლოვდნენ ბერისლავის მისადგომებს. გირკინის აზრით, უკრაინელები ფრონტალურ შეტევას ცენტრში არ განახორციელებენ და ეცდებიან ჩრდილოეთიდან შემოუარონ რუსების პოზიციებს, რათა აიძულონ მოწინააღმდეგე, რომ უკან დაიხიონ.

ჯამში, ხერსონის ოლქის ამ მიმართულებით მიმდინარე შეტევებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩართული ჰყავთ სხვადასხვა სახეობის ჯავშანტექნიკის 100-ზე მეტი ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორები და ჯავშანმანქანები.

ამ მომენტისთვის ზემოხსენებულ მიმართულებას უტევს უკრაინელთა 3-4 მექანიზირებული ბატალიონი და 1 სატანკო ბატალიონი და უკვე არსებობს ცნობები, რომ დუდჩინთან არსებული ფრონტის ხაზი გარღვეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსი სამხედროების პოზიციები ხერსონის ოლქში ჩამოშლის პირასაა.

ცნობილი რუსი პროპაგანდისტი და სამხედრო მიმომხილველი , იური პოდოლიაკა აცხადებს , რომ ბრძოლები უკვე დუდჩანის მიღმა მიმდინარეობს.

უნდა ითქვას, რომ დუდჩანში რუსებს მნიშვნელოვნად გამაგრებული თავდაცვითი ზონა ჰქონდათ მოწყობილი, თუმცა რიგორც ჩანს უკრაინელებმა უკვე მარტივად გაარღვიეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინელებმა გაათავისუფლეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების დასახლება კრემენინა, საიდანაც უკვე ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისკენ.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...