მთავარისიახლეებიპოლიტიკასოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს ოპტიმიზაციის შედეგად, ახალ უწყებას გარემოს...

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს ოპტიმიზაციის შედეგად, ახალ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაერქმევა.

Published on

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს ოპტიმიზაციის შედეგად, ახალ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაერქმევა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.„სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეერთება გარემოს დაცვის სამინისტროში არ მოხდება. პირიქით, ითქვა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთიანდება სოფლიოს მეურნოების სამინისტრო. სათაურიც ასეთი ფორმითაა წარდგენილი კანონპროექტში, თუმცა საბოლოოდ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს. ეს იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გარემოს დაცვის კომიტეტთან გვექნება საუბარი და კონსულტაციები. ასევე კონსულტაციები გვექნება პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტთან და ფრაქციასთან. ამიტომ ჩვენ ჩვენს მოსაზრებას წარმოგიდგენთ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობის პოზიციაზე. რაც შეეხება თანხებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, მინდა გითხრათ, რომ ეს გარკვეულწილად არის სპეკულაციის თემა ხშირ შემთხვევაში ოპონენტების მხრიდან წამოწყებული. ეფექტიანობა იზომება რა დანახარჯებით, რა რესურსებით რა შედეგს ვიღებთ, ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენი თვითმიზანი იყოს ამ შემთხვევაში თანხების გამოთავისუფლება, ან ადამიანების სამსახურიდან გაშვება. თუმცა ოპტიმიზაცია კადრების კუთხითაც მოხდება და თანხების კუთხითაც ",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.პრემიერმინისტრმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ ორშაბათს გამოაცხადა.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...