მთავარისიახლეებისაზოგადოებასახალხო დამცველმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა ხელისუფლების წევრების განცხადებები დეკანოზთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა ხელისუფლების წევრების განცხადებები დეკანოზთან დაკავშირებით

Published on

სახალხო დამცველმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა.უჩა ნანუაშვილის თქმით, მისი აპარატი იყო ერთადერთი ნეიტრალური ორგანო, რომელმაც პროცესის მონიტორინგი განახორციელა.მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სხდომები არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე წარმართა, შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სასამართლოს გადამწყვეტ გადაწყვეტილებაზე.სახალხო დამცველმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა ხელისუფლების წევრების განცხადებები დეკანოზთან დაკავშირებით. ომბუდსმენის განცხადებით, საჯარო პირთა წინასწარმა განცხადებებმა ხელი შეუწყო, განაჩენის გამოტანამდე ბევრად ადრე შექმნილიყო საზოგადოებრივი განწყობა, მამალაძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.მისივე თქმით, დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში ჩააყენა გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებამ. იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა მთავარ მტკიცებულებებს და მოწმეთა ვინაობას ასაჯაროებდა.ამ და სხვა ხარვეზების გამო, გამამტყუნებელ განაჩენში განხილული არაა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას,"- აღნიშნა ნანუაშვილმა.მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი, სააპელაციო სასამართლოში, დეკანოზის საქმის მონიტორინგს გააგრძელებს.5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

სიახლეები

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...

შსს-მ აეროპორტში, ბარგის შემოწმებისას 19 კგ-ზე მეტი მარიხუანა ამოიღო – დააკავეს ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისის...

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა - ცნობისთვის, ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000...