მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ: ჩვენი ამოცანაა არსებული უთანხმოება გადავიყვანოთ არგუმენტების კონკურენციის...

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ: ჩვენი ამოცანაა არსებული უთანხმოება გადავიყვანოთ არგუმენტების კონკურენციის და არა – პიროვნული მტრობის რეჟიმში.

Published on

გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი მივიდა. საუბრის თემა იყო საქართველოში შექმნილი სიტუაცია, რომელშიც პრეზიდენტი კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საფრთხეებს ხედავს. შეხვედრაზე ითქვა,რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა საჯარო მოხელემ, ყველა ადამიანმა, ვინც მედიის მეშვეობით საზოგადოებასთან კომუნიკაციაშია, ხელი უნდა  შეუწყოს ვითარების განმუხტვას, სამოქალაქო თანხმობას, დაძაბულობის მოხსნას და არა პირიქით, რაიმეს ესკალაციას.

შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ ახსნა ის, თუ რატომ იკავებდა თავს აქამდე პრეზიდენტის მიწვევის მიღებისაგან  და აღნიშნა, რომ არც გასულ დღეებში და არც ახლა ვერ  ხედავს საქართველოში რაიმე განსაკუთრებულ და საგანგებო მდგომარეობას: "ვერ ვხედავ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის რაიმე საფრთხეებს. ვხედავ ცალკეულ კონკრეტულ პრობლემებს, საჭიროა პრობლემებთან გამკლავება, რომ ზოგადად და მომავალშიც ოდესმე თეორიული საფრთხეც კი ავიცილოთ თავიდან. ამიტომ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ გულმოდგინედ და თუ რაიმე მოსაზრება გვაქვს, ერთმანეთს გავუზიაროთ", – განაცხადა უსუფაშვილმა. 

"ჩვენ იმიტომ ვართ არჩეულები თუ დანიშნულები, რომ ეს გავაკეთოთ, თორემ აღშფოთება ადამიანებს შეუძლიათ სახლში, სამზარეულოშიც, არ სჭირდება ამას რაიმე დიდი მონდომება. ჩვენი ამოცანაა შერიგება, თანხმობა, პრობლემების მოგვარება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ეს როგორმე გადავიყვანოთ არგუმენტების კონკურენციის და არა – პიროვნული მტრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა და პრეზიდენტთანაც ამაზე გვქონდა საუბარი", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...