მთავარისიახლეებიპარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, დაახლოებით, 15 რუსეთის აგენტია

პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, დაახლოებით, 15 რუსეთის აგენტია

Published on

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე დაახლოებით, 15 რუსი აგენტია. მისი თქმით, მათ სათავეში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეა.

“ჩვენი ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობის პირებზე, დაახლოებით არის მათ შორის 15 რუსეთის აგენტი რეზიდენტი, მათ შორის არის ის ოთხეული, რომელიც ასე გავეშებული გამოდის, ესენი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან. მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი, ირაკლი კობახიძე. დიახ, ის გახლავთ რუსეთის აგენტი, რომელმაც გუშინ, პირდაპირ ეთერში ისიც კი გაბედა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტიც კი გააპრავა. დიახ, მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

მისი განცხადებით, ყველა რუსეთის აგენტის გამჟღავნება მოხდება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...