მთავარისიახლეებივგმობთ, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს

ვგმობთ, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას. განცხადება უწყების Twitter-ზე გამოქვეყნდა.

“საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკანონო რეფერენდუმები უკრაინის დროებით ოკუპირებულ მიწებზე 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გუშინ, 27 სექტემბერს დასრულდა. ოკუპანტი რუსეთის მტკიცებით, მათთან შეერთებას მხარი მოსახლეობის თითქმის 100%-მა დაუჭირა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...