შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგ მიმართული კამპანია #დაინახეყველაფერი ზუგდიდში რეგიონალურ პრეზენტაციას მართავს. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ნაჩვენები იქნა კამპანიის ფარგლებში გადაღებული ცნობიერების ცვლილებებზე ორიენტირებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მათი თანატოლი ახალგაზრდების მონაწილეობით.შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდები გაეცნნენ ადგილობრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიღწევებსა და წარმატების ისტორიებს.კამპანიის წარმომადგენლები ასევე ეწვევიან ზუგდიდის პირველ და მეორე საჯარო სკოლებს, სადაც აქტიური საგანმანათლებლო და სახალისო ვიქტორინებით გააცნობენ მოზარდებს კამპანიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ არსებულ მითებსა და საპირისპირო რეალობას.
დაინახე ყველაფერი- კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა
სიახლეები
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება
ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს:
„მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...
სიახლეები
ელენე ხოშტარია დააკავეს
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი.
ადგილზე იმყოფებოდა...
სიახლეები
ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...
სიახლეები
ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს
NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...