მთავარისიახლეებიმსოფლიო"სად წავალთ - არ ვიცი, როდის - არ ვიცი, მე წამოვალ თუ...

“სად წავალთ – არ ვიცი, როდის – არ ვიცი, მე წამოვალ თუ არა – არ ვიცი!” – მეთაური რუს მობილიზებულებს

Published on

მობილიზებული რუსი ახალგაზრდები და ზოგადად, სამობილიზაციო ასაკის მამაკაცები ხშირად აქვეყნებენ ვიდეოს, საიდანაც ჩანს, რომ მათი უმრავლესობა ყოველგვარი საბრძოლო მომზადების გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე მიჰყავთ. 

თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც ნაწილი მაინც არსებობს უკვე მობილიზებულთა შორის ისეთიც, რომლებსაც ერთთვიანი მომზადება მოუწევს. 

ვიდეოზე სწორედ ეს ნაწილი ჩანს, ოღონდ მწყობრში მდგარმა ჯარისკაცებმა არაფერი იციან: როდის წავლენ დავალებაზე, ვინ წაიყვანს, როდის წაიყვანს. თუმცა, კურიოზული ის არის, რომ მათ მიმართავს მეთაური, რომელმაც ერთ წუთში 5-ჯერ ახსენა ფრაზა “არ ვიცი”

“მეც თქვენთან ერთად, ახალი ფურცლიდან ვიწყებ, სამი დღეა, ჩამოვედი. ახლა დგას პოლკის ფორმირების საკითხი. მე ისიც არ ვიცი, თქვენთან ერთად წავალ თუ არა დავალებაზე – 50/50-ზეა. ან თქვენთან ერთად მივდივარ, ან სხვას გადაგცემთ. სად გადაგცემთ, არ ვიცი. შეიძლება თქვენთან ერთად წავიდე, გადაგცეთ და დავბრუნდე, არ ვიცი. აქ იქნებით 30 ოქტომბრამდე, გაივლით საველე მომზადებას, იქნება გადამოწმება, მზადყოფნის პაქტის შევსება და წავალთ. 30 იქნება, პირველი თუ ორი, არ ვიცი. სად წავალთ, ესეც არ ვიცი…”, – ამბობს მეთაური მიმართვაში. 

რუსი “ავტორიტეტი” იგორ კუსკი, რომელიც 23-წლიან სასჯელს იხდიდა, უკრაინაში მოკლეს

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...