მთავარისიახლეებიმსოფლიორუსი "ავტორიტეტი" იგორ კუსკი, რომელიც 23-წლიან სასჯელს იხდიდა, უკრაინაში მოკლეს

რუსი “ავტორიტეტი” იგორ კუსკი, რომელიც 23-წლიან სასჯელს იხდიდა, უკრაინაში მოკლეს

Published on

ომში გაწვეული რუსი კრიმინალური ავტორიტეტი, დაჯგუფება “Кусковские”-ს ლიდერი იგორ კუსკი, რომელიც ერთერთ კოლონიაში 23-წლიან სასჯელს იხდიდა და “ვაგნერმა” უკრაინაში, საომრად წაიყვანა, ბახმუტთან მოკლეს. 

კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ომიდან შინ ცოცხალი დაბრუნდებოდა, 23 სექტემბერს, მშობლიურ ქალაქ ნიჟნეკამსკში დაკრძალეს. 

სხვათა შორის, კუსკი, “ავტორიტეტიდან” გამომდინარე, “ვაგნერში” ჯერ კიდევ ივლისში შევიდა და, შესაბამისად, ომში მთელი სამი თვე იმყოფებოდა. 

“ჩვენ მისი ომში წაყვანის თხოვნით რამდენჯერმე გავუგზავნეთ წერილი რამზან კადიროვს. შემდეგ კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ. 55 წლის იყო და ჯანმრთელობაც სერყეული ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პირველ რიგებში იბრძოდა და გმირულად დაეცა”, – თავს იმშვიდებს კუსკის ცოლი. 

იგორ კუსკმა სასიკვდილო ჭრილობა 6 სექტემბერს მიიღო: ნამსხვრევი მოხვდა თავში.

რაც შეეხება სასჯელს, მან ის ყაზანში, “ტატსანტეხმონტაჟის” გენერალური დირექტორის ბორის ვაიმანის მკვლელობისთვის მიიღო, რომელიც ცივსისხლიანად დაცხრილა თავისივე ოფისის შესასვლელთან, 2004 წლის 18 მარტს. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...