მთავარისიახლეებიმსოფლიოსასტიკი მეთოდით მოტეხილი ფეხი... ომისგან თავის ასარიდებლად (ვიდეო)

სასტიკი მეთოდით მოტეხილი ფეხი… ომისგან თავის ასარიდებლად (ვიდეო)

Published on

რუსეთში სულ უფრო მეტად ცდილობენ, მობილიზაციას თავი აარიფდონ და ამისთვის, ფაქტობრივად, ყველა მეთოდს იყენებენ. ვისაც შეუძლია, ქვეყნიდან გარბის, ვისაც არ შეუძლია, გაქცევისთვის საკმარისი ფინანსები არა აქვს ან უბრალოდ, საზღვრების ჩაკეტვამდე ვერ მოახერხა ხან ხელს იტეხავს და ხან ფეხს. 

მობილიზაციის გამოცხადების პირველ დღესვე GOOGLE-ში ტრენდული გახდა საძიებელი ფრაზა: “როგორ მოვიტეხოთ ხელი უმტკივნეულოდ”.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ მობილიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე საზრაინმა ბიზნესიც კი ააწყო: მაგალითად, ერთგან ეზოთერიკულ მაღაზიაში სანთელს ჰყიდიან (იხ. თანდართული სტატია ამ სტატიის ბოლოს). 

ვიდეოში, რომელიც ამ სტატიას ერთვის და რომელიც ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, ჩანს, როგორ იტეხავს ფეხს “მეგობრის დახმარებით დეზერტირი. ამ ვიდეოს გადაღებაში სამი ბიჭი მონაწილეობს, სამივე, სავარაუიდოდ, სამობილიზაციო ასაკშია. 

შეგახსენებთ, მობილიზაცია სულ 300.000 ადამიანს უნდა შეეხოს (არაოფიციალურად 1.200.000-ს). რუსეთიდან უკვე გასულია 261.000 კაცი, აქედან საქართველოში უკვე შემოსულია დაახლოებით 11.000 მოქალაქე. ზემო ლარსზე ავტომანქანების რიგი 20 კმ-ზეა გადაჭიმული. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...