მთავარისიახლეებიმსოფლიოხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორია სრულად ჩაიკეტა - უკრაინა

ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორია სრულად ჩაიკეტა – უკრაინა

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმის ფონზე, ოკუპირებული ხერსონის რეგიონი “შემსვლელთა და გამსვლელთათვის” სრულად დაიხურა.

უკრაინული მხარის ინფორმაციითვე, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმოსვლა გართულებულია ზაპოროჟიეს რეგიონშიც, სადაც ასევე ე.წ. რეფერენდუმი იმართება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფის ცნობით, რეგიონის დატოვება თითქმის შეუძლებელია 18-35 კაცებისთვის.

ბოლო დღეებში, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ახალგაზრდების გასვლა უკიდურესად გართულებულია.

უკრაინის მთავრობის წყაროების ცნობით, ჰუმანიტარული დერეფნები უკრაინის სამხრეთში – ხერსონის ჩათვლით – დაზიანებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი ფაქტობრივად, დახურულია.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...