მთავარისიახლეებიმსოფლიორატომ ჩაანაცვლა რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები SHAHED-136 კამიკაძე-დრონებით - პასუხები

რატომ ჩაანაცვლა რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები SHAHED-136 კამიკაძე-დრონებით – პასუხები

Published on

პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინული ქალაქების ირანული დრონებით დაბომბვა, ფრთოსანი რაკეტების ნაცვლად:

დრონების გამოყენების უპირატესობა ფრთოსან რაკეტებთან შედარებით გახლავთ ის, რომ მისი გამშვები პლატფორმიდან აფრენის მომენტში, უპილოტო საფრენი აპარატების ე.წ START-ი არის შეუმჩნეველი.

ფრთოსანი რაკეტების გაშვების პირველივე წამებს კი უკრაინელთა რადარები, ამერიკული სატელიტები და ადრეული შეტყობინებისა და მართვის თვითმფრინავები ( AWACS), რუმინეთში განლაგებული ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემათა შორი მოქმედების რადარები აფიქსირებენ, რის ფონზეც რუსული ხომალდებიდან ან სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვების შემდეგ მათი ფრენის ტრაექტორიის განსაზღვრა ეფექტურად ხორციელდება, ამის შემდეგ კი უკრაინელთა ჰაერსწაინააღმდეგო თავდაცვის სისტემები წარმატებით ახდენენ მტრის საჰაერო სამიზნეების განადგურებას.

SHAHED-136-ების სტარტი, რომელთა გაშვებაც სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული პლატფორმიდან ხორციელდება, შეუმჩნეველია ზემოთხსენებული სადამკვირვებლო სისტემებისთვის. დრონების გაშვების შემდეგ, ის დაფრინავს დაბალ სიმაღლეზე, შესაბამისად, შეუჩნეველი რჩება უკრაინელთა სარადარო სისტემებისთვის.

უპილოტო საფრენი აპარატის დაფიქსირება, ძირითადად ხმამაღალი ძრავის ფონზე, ან ვიზუალური დაკვირვებით ხორციელდება. როდესაც საფრენი აპარატი პოტენციურ სამიზნეზე პიკირებით ეშვება, საკმაოდ მცირე დრო რჩება რეაგირებისა და მისი განადგურებისთვის.

ამ მიზეზთა გამო, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ფრთოსან რაკეტებთან შედარებით ირანულმა კამიკაძე-დრონებმა მეტნაკლებად უკეთესი ეფექტურობა გამოავლინეს უკრაინულ ქალაქებში, სხვადასხვა ობიექტზე განხორციელებული თავდასხმებით.

SHAHED-136-ის ტექნიკური მახასიათებლები:
სიგრძე-3.5მ
მოქმედების რადიუსი- 1000 კმ+
წონა- 200კგ
საბრძოლო მასის წონა- 50კგ.

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...