მთავარისიახლეებიპოლიტიკამარტვილში პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

მარტვილში პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

Published on

მარტვილის # 65 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია.
 
ეს აიხსნება იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა მამუკა დანელიამუარი განაცხადა  მეორე ტურში მონაწილეობაზე არჩევნების პირველ ტურში ხელისუფლების  ქმედებებისადმი პროტესტის ნიშნად, და  მეორე ტურში  მხოლოდ „ქართული ოცნების“ ს კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა მონაწილეობს.
შეგახსენებთ, ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49% მიიღო. მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მამუკა დანელია გავიდა თითქმის 36 %-ით
 
12 საათის მონაცემებით მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში კენჭისყრაში მონაწილეობა 2739-მა მოქალაქემ მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 11, 45%-ს შეადგენს,  პირველ ტურში,  21 ოქტომბერს კი  12 საათისთვის საკუთარი არჩევანი ამომრჩევლების 20%-ზე მეტს ჰქონდა დაფიქსირებული 
სულ მარტვილში 31 531 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...