მთავარისიახლეებიკაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია

კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეო მიმართვისა უკრაინის მშვიდობის 5 პუნქტიანი ფორმულა წარადგინა.

ზელენსკის თქმით, ეს ფორმულა მოიცავს დასჯას აგრესიისთვის, სიცოცხლის დაცვას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უსაფრთხოების გარანტიებს და სიმტკიცეს საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

მისივე თქმით, სანამ აგრესორი საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების მხარეა, მსოფლიო მისგან უნდა იზოლირდეს, აგრესიის შეჩერებამდე მაინც.

“ეს ფორმულა მოიცავს დასჯას აგრესიისთვის, სიცოცხლის დაცვას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უსაფრთხოების გარანტიებს და სიმტკიცეს საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ მოვამზადეთ ზუსტი ნაბიჯები ტრიბუნალის შესაქმნელად, ისინი წარედგინება ყველა სახელმწიფოს, სანამ აგრესორი საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიმღების მხარეა თქვენ მისგან უნდა იზოლირდეთ, აგრესიის შეჩერებამდე მაინც ჩამოართვით მათ ვეტოს უფლება. რუსები საუბრობენ მოლაპარაკებაზე, მაგრამ სამხედრო მობილიზაციისა და ფსევდო რეფერენდუმს აცხადებენ. რუსეთს ომი უნდა, მაგრამ ის ვერ შეაჩერებს ისტორიის მსვლელობას კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია, რუსეთი იძულებული იქნება დაასრულოს ეს ომი” – ამბობს ზელენსკი .

გარდა ამისა, ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საუბარი უკრაინაში პუტინის ომზე საუბრით დაიწყო და რუსეთი გაეროს წესდების ძირითადი პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...