მთავარისიახლეებიმსოფლიოცარიელი აეროდრომი: არც დროშები, არც ყვავილები | როგორ დახვდნენ გაცვლილ ტყვეებს რუსეთში

ცარიელი აეროდრომი: არც დროშები, არც ყვავილები | როგორ დახვდნენ გაცვლილ ტყვეებს რუსეთში

Published on

გამოგვყევი ტელეგრამზე, მეტი NEWS-კომფორტისთვის – დაკლიკე

როგორც ცნობილია, 215 უკრაინელი ტყვე, მათ შორის “აზოვსტალის” მცველი-მეთაურები გათავისუფლებულია: ტყვეთა გაცვლა შედგა. ამასთან, ცნობილი ხდება ტყვეთა გაცვლის დეტალებიც:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ “აზოვსტალის” მცველებიდან 5 მეთაური გაიცვალა 55 რუს სამხედრო ტყვეზე:

დენის პროკოპენკო (დენისი), სერგეი ვოლინსკი (ვოლინა), სვიატოსლავ პალამარი (კალინა), დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო – ეს ბიჭები უკვე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ეს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ერდოღანის პირადი მოლაპარაკების შედეგია.

მისივე თქმით, კიდევ 200 ტყვე გაიცვალა ვიქტორ მედვედჩუკზე, ხოლო 10 ბრიტანელი ტყვე რუსეთმა გაუშვა საუდის არაბეთში.

მედვედჩუკზე გაცვლილი ტყვეები უკვე უკრაინაში არიან, “აზოვის” სამეთაურო შტაბის წევრები კი მესამე ქვეყანაში, სავარაუდოდ, თურქეთში, სადაც, მესამე ქვეყანაში გაყვანის პირობების თანახმად, ომის დასრულებამდე დარჩებიან.

ამავე დროს, ცნობილი ხდება იმ პირთა სიაც, ვინც უკრაინამ რუსეთს გადასცა. მათ შორის არიან: ორი უფროსი ოფიცერი (ვიცე-პოლკოვნიკი და მაიორი), 6 უმცროსი ოფიცერი, 4 პრაპორშჩიკი, 40 რიგითი და სერჟანტის შემადგენლობა, 2 ე.წ. დნრ-ის, 1 კი ე.წ. ლნრ-ის ბოევიკი, ასევე, ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვლილი 200 სამხედრო პირი, ძირითადად, უფროსი ოფიცრები და რიგითები. 

გაცვლილი რუს ტყვეებს რუსეთში ჩაბნელებული აეროდრომი და არასაზეიმო გარემო დახვდა, რამაც რუსი პროპაგანდისტკა მარგარიტა სიმონიანი ძალიან გააღიზიანა, რაც საჯაროდ გამოხატა კიდეც:

“უცნაურია, რომ რუს გმირებს ასე ხვდებიან: ცარიელი აეროდრომი, არც დროშები, არც ყვავილები…” – დაწერა მან. 

ამ დროს უკრაინაში დროშებით, ყვავილებითა და ოვაციებით მიიღეს თავიანთი მონატრებული გმირები…

მთელ ქვეყანას გვაქვს მიზეზი, დალევით აღვნიშნოთ – ზელენსკი “აზოველების” გათავისუფლებაზე

სიახლეები

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...