მთავარისიახლეებიმსოფლიო"როგორ მოვიტეხოთ ხელი..." - რას გუგლავენ რუსეთში პუტინის გამოსვლის შემდეგ

“როგორ მოვიტეხოთ ხელი…” – რას გუგლავენ რუსეთში პუტინის გამოსვლის შემდეგ

Published on

Google Trends-ის მიხედვით, ვლადიმირ პუტინის გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში გაიზარდა რუსეთში საძიებო ფრაზის “როგორ მოვიტეხოთ ხელი” გამოყენება.

შეგახსენებთ, დღეს დილით ვლ. პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. საერთო ჯამში, მობილიზაცია 300.000 ადამიანს შეეხება. პუტინის გამოსვლის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი მარტივვ გზას ეძებს, როგორ დატოვოს ქვეყანა ან როგორ აარიდოს თავი სამხედრო სამსახურს, რაც ამ შემთხვევაში, პირდაპირ საომრად გაგზავნას უდრის. 

გასულ 24 საათში რუსეთში ინტერნეტ მომხმარებლები გაზრდილი ინტენსივობით ეძებენ ფრაზას “როგორ დავტოვოთ რუსეთი”(как уехать из России). ეს მოხდა ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვამდე, რომელიც შემდგომ გადაიდო და საბოლოოდ დღეს, 21 სექტემბერს შედგა. სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელ პერიოდში ხსენებული ფრაზის ძებნის ინტენსივობამ პიკს 20 სექტემბრიდან მიაღწია და ამ დრომდე იზრდება.

ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21-22 სექტემბრის ავიაბილეთები მოსკოვი-სტამბულისა და მოსკოვი-ერევნის მიმართულებით (ერევანში, ასევე, გაყიდულია თბილისის ბილეთები, პირდაპირი ავიარეისი მოსკოვიდან არ არის). 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...