მთავარისიახლეები"ასაფეთქებელი სათამაშო იყო" - გრიგოლ ნარსია ადვოკატებმა მოინახულეს

“ასაფეთქებელი სათამაშო იყო” – გრიგოლ ნარსია ადვოკატებმა მოინახულეს

Published on

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი წინასწარი დაკავების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. გრიგოლ ნარსია ცოტა ხნის წინ მოინახულეს ადვოკატებმა. უფლებადამცველის თქმით, ნარსიამ მას უთხრა, რომ ასაფეთქებელი მხოლოდ ბუტაფორია იყო: მხოლოდ და მხოლოდ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებლები არ იყო, ეს იყო სათამაშო, პნევმატური იარაღი მქონდაო – თქვა ნარსიას ადვოკატმა ციცი ბაბუნაშვილმა.

უფლებადამცველის ინფორმაციითვე, ნარსია ჩადენილის მოტივად შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს.

გრიგოლ ნარსია ბრალის წარდგენას ქუთაისის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში ელოდება. ის გუშინ, თითქმის 9 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ნარსიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ ჩაინიშნება სასამართლო, სადაც მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...