მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდაზე ბიძინა ივანიშვილმა ააცილა

ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდაზე ბიძინა ივანიშვილმა ააცილა

Published on

 პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა. მაშინ, როდესაც ოჯახი, ცნობილი ადამიანები და ხელისუფლების წარმომადგენლები ჯანსუღ ჩარკვიანს ემშვიდობებოდნენ, მთაწმინდის პანთეონში ეროვნულ-განმთავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა აქცია მოაწყვეს.
 
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ მთაწმინდის პანთეონიდან სტალინის დედა კეკე, რუსი მწერალი ალექსანდრე გრიბოედოვი და მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გადაასვენონ. მათთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავდნენ.
 
აქციას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დაცვის სამსახურმა დემონსტრანტები პანთეონის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
 
 ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე  მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად.
 
 
 
 

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...