მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ადვოკატი

“მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება” – ადვოკატი

Published on

მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ  ქარდავას ქართველი  ადვოკატი  მალხაზ ველიჯანაშვილი, უკრაინელ ადვოკატზე დაყრდნობით აცხადებს.როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, მეგის ქარდავა უკრაინის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე ვერ გამოცხადდა, რის მიზეზადაც მისმა ადვოკატმა სწორედ ქარდავასთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დაასახელა.„პროცესზე უკრაინელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა არის ნაცემი. კერძოდ აღნიშნა, რომ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე გაუსწორდნენ და აღენიშნება დაზიანებები სახის არეში. დაზუსტებით ამ ეტაპზე არ იციან, თუ ვინ სცემა. მეგის ქარდავა პროცესზე ვერ მივიდა და ციხიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაერთო. მას სასამართლოზე ჩართვისას უთქვამს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...