პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემა საქართველოს ყველა საჯარო უწყებაში 2018 წლის 1 იანვრიდან დაინერგება.ამ საკითხთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციების 60-ზე მეტი წარმომადგენელი მსჯელობს. სამუშაო შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს შეფასების ეფექტურ სისტემაა, რომლის მეშვებითაც საჯარო მოხელეები კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობას მიიღებენ.ასევე, კრაგი შეფასების საფუძველზე და შედეგების მიხედვით შესაძლოა საჯარო მოხელეები სხვადახვა ფორმით წახალისდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა სხვადასხვა ქვეყნაში მოქმედი შეფასების სისტემებიც განიხილეს.საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოს და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ნაწილია. ის ასევე საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სტრატეგიულ ამოცანასაც წარმოადგენს.შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც საჯარო მოხელისთვის პრემია-დანამატის მიღების წესს განსაზღვრავს. ამ ინიციატივის მიხედვით, სახელწოდება „პრემია“ იცვლება „ჯილდოთი“, დგინდება ზედა ზღვარიც.
სიახლეები
Uncategorized
ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე
„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....
საზოგადოება
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...
საზოგადოება
ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი
ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...
საზოგადოება
იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა
იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...