მთავარისიახლეებიპოლიტიკაუწყებათაშორისი კომისია საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, არ დაუშვან საარჩევნო სიებიდან პირადი ინფორმაციის გამოთხოვა

უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, არ დაუშვან საარჩევნო სიებიდან პირადი ინფორმაციის გამოთხოვა

Published on

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა.როგორც უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციაშია აღნიშნული, იმისათვის, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცესმა თავისუფალ, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს, კომისია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, 12 ნოემბერს, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებში არ დაუშვან ე.წ. სამაგიდო სიებიდან ინფორმაციის, მათ შორის, პირადი ინფორმაციის, გამოთხოვა იმის გასარკვევად, მიიღო თუ არა მონაწილეობა ამომრჩეველმა ხმის მიცემის პროცესში. უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ სამაგიდო სიების გამოყენება მსგავსი ინფორმაციის მისაღებად ეჭვქვეშ აყენებს კენჭისყრის ფარულობას. გარდა ამისა, ინფორმაცია შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისაყვანად.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს ექვს საარჩევნო ოლქში, ქუთაისში, ბორჯომში, ყაზბეგში, ხაშურში, ოზურგეთსა და მარტვილში გაიმართება.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...