მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ჟურნალისტები დააჯარიმეს

მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ჟურნალისტები დააჯარიმეს

Published on

ლვოვის ოლქის სასამართლომ რამდენიმე ჟურნალისტი და რეჟისორი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გამშვები პუნქტი „შეგინის“ უკანონოდ გადაკვეთისთვის დააჯარიმა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „გლავკომი“ იუწყება. ჯარიმები დააკისრეს ამერიკელ რეჟისორებს ბრაიან ჯეიმს ენდრიუს და კლემენტს მარლი დენიელს, უკრაინული გამოცემა Страна.ua-ს მთავარი რედაქტორის მოადგილეს სვეტლანა კრიუკოვას, Новини 24-ის ჟურნალისტს ანგელინა პიჩიკს, პროდიუსერს ალექსეი ხუდენცოვს, ოპერატორს მარკ გავრილოვს, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს თომა ჩაგელიშვილს და თამარ ბაღაშვილს, ოპერატორებს გიორგი ჩიკვილაძეს და დათუნა მაისურაძეს, დოკუმენტური ფილმების პროდიუსერს გიორგი ჩადუნელს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულმა პირმა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 3,4 ათასი გრივნა უნდა გადაიხადოს, რაც დაახლოებით 130 აშშ დოლარს უდრის. აღსანიშნავია, რომ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკისრებული ჯარიმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე გადაიხადა. 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....