მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაქარია ქუცნაშვილი - თიანეთში მერობის არც ერთ კანდიდატს არ გაუმარჯვია

ზაქარია ქუცნაშვილი – თიანეთში მერობის არც ერთ კანდიდატს არ გაუმარჯვია

Published on

“არ მიმაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არის სწორი. ვიცნობ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, კარგად ვიცნობ “საარჩევნო კოდექსს“ და მგონია, რომ ამ შემთხვევაში სამართლიანობა საზოგადოებაში შექმნილ კონიუნქტურას ემსხვერპლა. თიანეთში მერობის არც ერთ კანდიდატს არ გაუმარჯვია და უნდა ჩატარებულიყო არჩევნების მეორე ტური. უკანონოდ არ თვლიან ექვს მოპარულ თუ დაკარგულ ბიულეტენებს და მიიჩნევენ მას ბათილად. კანონში არ არსებობს იმის დამადასტურებელი მუხლი, რომ დაკარგული თუ მოპარული ბიულეტენები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად – მოპარულ თუ დაკარგულ ბიულეტენებს “საარჩევნო კოდექსი“ ბათილად არ მიიჩნევს. შესაბამისად, ხელოვნურად დაბლა წევენ ბარიერს, რომ თამაზ მეჭიაური თიანეთში გამარჯვებულად გამოცხადდეს. ამით საზოგადოებაში შექმნილი კონიუნქტურა, რომ სადღაც ოპოზიცია იყოს გამარჯვებული, კმაყოფილდება“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. სასამართლომ ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა და თიანეთში მერის არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...