მთავარისიახლეებისაზოგადოება2014 წლის ივლისიდან 2017 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში პრემია-დანამატის...

2014 წლის ივლისიდან 2017 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში პრემია-დანამატის სახით 444 479 ლარი გაიცა

Published on

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ახორციელებს წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეფასებას. მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა კვლევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შესახებ, სადაც წარმოდგენილია თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასება .ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს. "საანგარიშო პერიოდში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში პრემიისა და დანამატის სახით ჯამში 444 479 ლარი გაიცა;  მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მიიღო დადგენილება პრემიის გაცემის წესის შესახებ, იგი  არაერთ ხარვეზს შეიცავს და იძლევა პრემია/დანამატის დაუსაბუთებლად გაცემის შესაძლებლობას, შესაბამისად პრემია/დანამატები უმეტეს შემთხვევაში გაიცემოდა არა რაიმე სახის კონკრეტული დამსახურებისათვის, არამედ კვარტალურად და დღესასწაულებზე;"- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2014 წლის ივლისიდან 2017 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთს.

სიახლეები

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...