ამ წუთებში რუსთავი2-ის შენობასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. ტელევიზიასთან ე.წ. ქართველთა მარშის აქტივისტები აქციას მართავენ და რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებენ.მათი თქმით, ტელევიზიის მხრიდან ლგბტ თემის შესახებ საუბარი უნდა შეწყდეს.ე.წ. ქართველთა მარშის წევრები გასაკუთრებით გადაცემა განსხვავებული აქცენტების თემას აპროტესტებენ, სადაც საუბარი იქნება, უნდა დაუთმოს თუ არა ტელევიზიებმა დრო საზოგადოების წარმომადგენლების ჰომოფობიურ განცხადებებს.აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებსა და იურისტ იაგო ხვიჩიას სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. მათ სამაუწყებლო კომპანიის შენობასთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს.ე.წ. ქართველთა მარშის წევრები ამბობენ, რომ ისინი არ დაიშლებიან მანამ, სანამ განსხვავებულ აქცენტებში მიწვეული ყველა სტუმარი რუსთავი2-ში არ მივა.
ე.წ. ქართველთა მარშის აქტივისტების აქცია რუსთავი2-თან
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...