მთავარისიახლეებიინტერვიუზურაბ ადეიშვილი საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრობს

ზურაბ ადეიშვილი საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრობს

Published on

ყოფილი საქართველოს იუსტიციის  მინისტრის, უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროსა და გენერალური პროკურატურის მრჩევლის ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუ  უკრაინული გამოცემისათვის "გლავკომი"   (ქვეყნდება მცირე შემოკლებით)

 

ინტერვიუს შესავალში ნათქვამია, რომ  ,,ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას რეფორმების განხორციელებაში ეხმარება, საქართველოდან ჩამოვიდა.

ქართველ კონსულტანტთაგან ერთერთს  თავის კოლეგებზე ნაკლებად იცნობენ უკრაინაში – იგი პრაქტიკულად არ ჩანს. ზურაბ ადეიშვილს საააკაშვილის პრეზიდენტობის წლებში რიგი საკვანძო თანამდებობები ეჭირა, მათ შორის  იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტები. უკრაინაში იგი ანტიკორუფციულ ბიუროსა და გენპროკურატურას უწევს კონსულტაციებს. ‘’

 

რას თვლით  თქვენს  ძირითად  მიღწევად საქართველოში?

მე ვიყავი ავტორი ახალი ადმინიტრაციული კოდექსისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს  კანონისა, რომლის თანახმად სახელმწიფოს ეკისრებოდა ვალდებულება გაესაჯაროებინა მონაცემები, რომლებიც დიდი ხნის მანძლზე იყო დახურული საზოგადოებისათვის. ჩვენ დავასრულეთ  აგრეთვე სეპარატისტული განწყობებით მართული პროცესები   აჭარაში. ეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია – მაშინ ცდილობდნენ ისე მოეწყვიტათ აჭარა საქართველოსგან, როგორც დღეს წააართვეს უკრაინას  ყირიმი.

გენპროკურორისა და იუსტიციის მინისტრის პოსტებზე ჩემი ყოფნისას საქართველო ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალური ქვეყნიდან ერთერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად იქცა.

როგორფიქრობთ,უყვარხართთუარასაქართველოში იმისთვის, რაც გაგიკეთებიათ?

ვერ გეტყვით, ვუყვარვართ თუ არა ახლა საქართველოში. საერთოდ არც  არის საჭირო პოლიტიკოსები უყვარდეთ. მთავარია, რას ტოვებენ ისინი   ასვლის შემდეგ.  ჩვენი ყველაზე ღირებული დანატოვარია ის, რომ შევქმენით ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო სამსახურები  მოქმედებს.

 რატომ გახდა გენპროკურის მოადგილე თქვენი ყოფილი თანამშრომელი დავით საყვარელიძე და არა თქვენ?

იმიტომ, რომ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება იმუშაონ  – დავით საყვარელიძე გამოცდილიც არის და ახალგაზრდაც, იგი 33 წლისაა და აქვს ყველა თვისება იმისათვი,  რომ წარმატებას მიაღწოს –  გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები.  თავად მე ახლა 42 წლისა ვარ, მაგრამ საქართველოს იუსტიციის მინისტრად 31 წლის ასაკში დავინიშნე.

სახელდობრ ვინ მოგიწვიათ უკრაინაში? რამდენი ხანია აქ იყოფებით?

უკრაინაში მე და ჩვენი გუნდი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვიწვია. ამ ხნის განმავლობაშიდავეხმაარე ეროვნულანტიკორუფციულბიუროსდაპროკურატურას.  ჩვენვიმუშავეთდოკუმენტებზეანტიკორუფციულიბიუროსთვის, შევთავაზეთ საკანონმდებლო ცვლილებები, ვამკვდრებთ  გამოძიებისთანამედროვემეთოდებს

ბევრი მიიჩნევს, რომ რეფორმები არ ხორციელდება. ყოველ შემთხვევაში  ან საერთოდ არ ჩანს ზედაპირზე, ან უკმაყოფილებას იწვევენ ხალხში  . 

მე ვიცი, რომ  უკრაინაში ხალხის ნაწილი ვერავითარ რეფორმებს ვერ გრძნობს, მაგრამ აქ უკვე აღარ არის ისეთი კორუფციული პირამიდები, როგორიც ახლო წარსსულში მოქმედებდა. პრეზიდენტისს ადმინისსტრაციააში არარ შედიან ფულით სავსე სატვირთო მაანქანები. ჩვენ სქართველოსი 4-6 წელი ვებრძოდით კორუფციას საბააოებზე დაა მაგაალითაად ეკოლოგიის სსამინისტროში. უკრააინის ანიკორუფციულ ბიუროს შეუძლია ეს უფრო სწრაფად გააკეთოს.  თუ შეიქმნებაა ანტიკორუფციული სასაამართლო, თქვენ გექნებათ კორუფციასთაან ბრძოლისს მთელი ჯაჭვი.

იყო კი სააერთოდ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა? განა ისედაც გვაკლდა სამხრეებიანი ადამიანები?

 ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით შესაძლოა მე არ შემექმნა ანტიკორუფციული ბიურო, საქართდლოში ასეთი რამ არ გვქონია. მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი იყო. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ჰონკონგში, ასეთმა ბიუროებმა წარმატებით იმუშავა. უკრაინაში ეს იქნებ  აუცილებელიც კი  იყო,  რომ არ დაკარგულიყო დრო  – აზრი არ ჰქონდა ლოდინს,  როდის გაიწმინდება პროკურატურა და შსს.

ნაამდვილად ითვალიწინებენ აქ თქვენს კონსულტაციებს  თუ მხოლოდ იღებენ სახეს, რომ ყურს გიგდებენ?

ისე არ არის,რომ ნებისმიერი ჩვენი რეკომენდაცია მთელი სისრულით გაითვალისწინონ, აქ მაინც განსხვავებული პოლიტიკური კონტექსტია.  შესაძლოაა იმან, რამაც  კარგად იმუშავა საქართველოში, აქ  ისე ვერ იმუშაოს. ერთი რამ კი დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ – ჩვენს რეკომენდაციებს ნამდვილად არ უგულვებელყოფენ, უბრალოდ  – ზოგს ითვალისწინებენ, ზოგს არა. ნებისმიერ შემთხვევაში რეფორმებს  მხოლოდ რჩევებით ვერ განახორციელებ, ეს  პირველ რიგში  თავად უკრინელების საქმეა, სწორედ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა არის მისაღები და რა- არა.  

რა მოტივაცია გაქვთ აქ მუშაობის?

ჩემი მოტივაცია მარტივია – თუ უკრაინა თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოდ იქცა, საქართველოს ექნება შანსი გამოვიდეს ბნელი გვრაბიდან. თუ ეს უკრაინას არ გამოუვა, ორივეს  ევრაზიული  სივრცის ნაწილად გვაქცევენ და საქართველო  შეწყვეტს არსებობას როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. უკრაინისს გამარჯვება საქართველოსთვის  სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

.რა მიზეზით გეძებდათ ინტერპოლი ან  რატომ ამოგიღოთ ძებნილთასიიდან?

მთავრობაში ყოფნისას ჩვენ  ახლო თანამშრომლობა გვქონდა ინტერპოლთან. შემდეგ ინტერპოლმა მიიჩნია, რომ საქართველოს ახალი მთავრობაც ჩვენი გზით მიდიოდა. თუმცა, ახალმა მთავრობამ  პოლიტიკური ოპონენტებისა და ყოფილი მთავრობის წევრების დევნის გზა აირჩია.  ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი მე ვიყავი. ჩემს წინააღმდე გაღიძრა სისხლის სამართლის საქმე. უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ჩემს დაუსწრებლად, მაგრამ  გადაწყვეტილება ჯერაც ვერ მიუღიათ. ფორმალურად მე დადანაშაულებული ვარ პატიმართა უფლებების დარღვევაში, თუმცა, საქმე ისაა, რომ საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემა არ შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში,რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი.

გლდანის ციხეს გულისხმობთ?

დიახ, ეს გლდანის ციხის ირგვლივ ატეხილი სკანდალიდნ დიწყო, 2012 წელს, ჩვენ მაშინ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ვიყავით და პატიმრების წამებაში მონაწილეები დავაპატიმრეთ, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ  ზოგიერთი მათგანი გამოუშვა და კვალის წასაშლელად აღიძრა საქმეები ჩემი და სხვების  წინააღმდეგ.  ახლა ინტერპოლმა გაიგო,  რომ პოლიტიკური მოტივით ვიდევნები, თუმცა საქართველოში ამ ეტაპზე დაბრუნება არ შემიძლია.

თქვენ თქვით, რომ საქართველოში კორუფცია აღარ არის. მაშ რატომ აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები თქვენი, სააკაშვილისა და სხვების  წინააღმდეგ?

ეს კორუფცია არ არის. ეს უბრალოდ მიგვითითებს იმაზე, რომ საქართველოში ჯერაც არა გვაქვს სრულფასოვანი დემოკრატიული ინსტიტუტები. სამწუხროდ, ახალმა ხელისუფლებამ თავისი ამბიციები კანონზე მაღლა დააყენა და  როცა იგი შურისძიების გზას დაადგა, საქართველოში დემოკრატიამ ნაბიჯით უკან დაიხია. 

სად ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

ჩემი ოჯახი ცხოვრობს  ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც  პოლიტიკური თავშესაფარი მივიღე.  სახლი საქართველოში – გავყიდე . ჩემი ახლობლები, რა თქმა უნდა, განიცდიან,  რომ სამშობლოში ცხოვრების საშუალება არა აქვთ. ეს სტრესია ჩემი შვილებისთვის. თუმცა, ჩვენზე და ჩვენს გამოცდილებაზე არსებობს მოთხოვნა  არამხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. 

 

 

ესაუბრა ანდრეი ჩერნიკოვი

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...