მთავარისიახლეებისაზოგადოება2018 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 14 მილიონ ლარს...

2018 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს.

Published on

2018 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს. 2018 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 10 მილიონი ლარით მეტს მიიღებს.სულ, უწყების ასიგნება 276 მილიონი ლარით განისაზღვრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ასიგნენების დამატების მიზეზად, განმარტებით ბარათში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის თანხები სახელდება."აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით კვლავ გრძელდება მუშაობა და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას, გათვალისწინებული იქნება სათანადო რესურსი აღნიშნული მიმართულებით", – წერია განმარტებით ბარათში.ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის 4 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.მთავრობამ პარლამენტს 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი პირველ წარდგენასთან შედარებით 95 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 12 393.0 მილიონი ლარით განისაზღვრა.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...