მთავარისიახლეებისაზოგადოებატერაქტი მანჰეტენზე. საქართველოს პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს ამერიკელ ხალხს

ტერაქტი მანჰეტენზე. საქართველოს პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს ამერიკელ ხალხს

Published on

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გმობს ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტს  და ამერიკელ ხალხს თანადგომას უცხადებს.   
„უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს,“'' – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
 
გუშინ საღამოს  ნიუ-იორკში განხორციელებულ ტერაქტს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანჰეტენზე ავტომობილი ჯერ ველოსიპედებისთვის განკუთვნილ ბილიკზე შევარდა, შემდეგ კი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის ბელგიისა და არგენტინის მოქალაქეებიც არიან.
15 დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი, აქედან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცველებმა ტერორისტი ადგილზე დააკავეს.
 
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  ის უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საი-ფულო საიპოვია, რომელიც შეერთებულ შტატებში 2010 წლიდან იმყოფება.
მის მანქანაში აღმოჩენილი წერილის მიხედვით, საიპოვი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მოქმედებდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდასხმის დროს ის არაბულ ენაზე ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.
 
 

 
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...