მთავარისიახლეებისაზოგადოებამომავალი წლიდან ქვეყნის სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებული პედაგოგებისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო იქნება

მომავალი წლიდან ქვეყნის სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებული პედაგოგებისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო იქნება

Published on

მომავალი წლიდან ქვეყნის სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მქონე პირები იმუშავებენ. თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის  თემურ თორდინავას თქმით,  ამ მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი პროფესიული სტანდარტის დანერგვა კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში სავალდებულო იქნება. თორდინავას თქმით, აღმზრდელ–პედაგოგის სტატუსი უფრო მაღალია, ვიდრე აღმზრდელის. მისივე თქმით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში დღეისთვის 2500–მდე აღმზრდელი მუშაობს, რომელთაგან ყველამ შესაძლოა აღმზრდელ–პედაგოგის სტატუსი ვერ მიიღოს, თუმცა, ყველა მათგანის გადამზადება მოხდება. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან აღმზრდელი პედაგოგის თანამდებობაზე მხოლოდ ისინი დასაქმდებიან, რომელთაც სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით უმაღლესი განათლება ექნებათ მიღებული.„2024 წლამდე აღმზრდელ–პედაგოგის თანამდებობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის ვალდებულებას არ წარმოადგენს, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი ჰქონდეს მიღებული. 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან კი, ნებისმიერ აღმზრდელ–პედაგოგს სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს. რატომ 2024 წლიდან? – ეს იმიტომ, რომ უმაღლეს სასწავლებლებს ჰქონდეს შესაძლებლობა, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით აღმზრდელ–პედაგოგის სასწავლო პროგრამები დანერგონ. აღნიშნულ დრომდე კი საჯარო და კერძო სკოლამდელ დაწესებულებებს პრობლემები რომ არ შეექმნებათ და ამ კუთხით აღმზრდელ–პედაგოგის დეფიციტი არ იყოს, ამიტომ მოქმედი თანამშრომლების გადამზადება მოხდება. იმ თანამშრომლებს, რომლებიც შესაბამის ტრენინგ–მოდულების კურსებს გაივლიან და შესაბამის ქულებს მიიღებენ, აღმზრდელ–პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ. ამდენად, ასეთი სტატუსი პედაგოგებს შესაძლოა, მომავალი წლიდან უკვე მიენიჭოთ“, – განაცხადა თორდინავამ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად მთავრობის მიერ 27 ოქტომბერს ახალ სტანდარტები დამტკიცდა, რომლებიც ერთი მხრივ, ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მეორე მხრივ, სასკოლო ასაკის ბავშვებს სკოლისთვის აუცილებელი უნარების შეძენას ითვალისწინებს.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...