მთავარისიახლეებიხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

Published on

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი [ირმა კურტანიძე] პატიმრობიდან გათავისუფლდა – ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ ჩუაშვილმა დაუდასტურა.

ჩუაშვილის განცხადებით, წერეთელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ხატია წერეთელი პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2025 წლის 27 აგვისტოს დააკავეს.

შსს-მ 2025 წლის 27 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათში, თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.

დააკავეს როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. მათ შორის, ირმა კურტანიძე იგივე ხატია წერეთელი. დანაშაულები 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...