მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ძალიან ჰგავს შევარდნაძის დროინდელ საქართველოს".- მიხეილ სააკაშვილი

“ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ძალიან ჰგავს შევარდნაძის დროინდელ საქართველოს”.- მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სრული სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ მას დღე-დღეზე დააპატიმრებენ.  მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ამის არც რესურსი აქვს და არც გამბედაობა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა არჩევანში ისაუბრა, სადაც ის კიევიდან ჩაერთო.   საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, "ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ძალიან ჰგავს შევარდნაძის დროინდელ საქართველოს".მან მაგალითად ჩეჩენი ქალის მკვლელობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების რეიტინგი არის დაწეული და ქვეყანა განიცდის ინფლაციას. „პოროშენკოს რომ ჰქონდეს ჯადოსნური ჯოხი, აუცილებლად აიქნევდა და გამაქრობდა აქედან და იგორ კიო ან კოპერფილდი რომ იყოს. არ გამოდის, ასე არ ხდება. მე ვარ ფაქტორი უკრაინის და დავრჩები ფაქტორად,“ – განაცხადა სააკაშვილმა.მისივე თქმით, ის არ აპირებს რაიმე თანამდებობის დაკავებას და აქვს ერთადერთი სურვილი, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალოს.სააკაშვილის განცხადებით, "თუ ივანიშვილის დავალებით უკრაინის ხელისუფლებას წაუცდა ხელი, შესაძლოა, რომ ის მოიტაცონ და იძულებითი წესით გამოამგზავრონ საქართველოში".
„ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ, ჩამტენონ თვითმფრინავში და გამომაგდონ. ამას მოჰყვება უკრაინის მთავრობის დამხობა და მეორე, ძალიან დააჩქარებს ეს ივანიშვილის მოქესტვას საქათველოდან,“ – აცხადებს სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ის არ აპირებს საქართველოში ციხეში მშვიდად ჯდომას და აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...