მთავარისიახლეებიმსოფლიორა მოხდა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე - რა უნდა ვიცოდეთ უეცრად განახლებულ კონფლიქტზე

რა მოხდა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე – რა უნდა ვიცოდეთ უეცრად განახლებულ კონფლიქტზე

Published on

თავდაპირველად, გავაანალიზოთ, რატომ წარმოიშვა კონფლიქტი სერბეთსა და კოსოვოს შორის და რა ხდება საერთოდ:

კოსოვოს ჩრდლოეთი ეთნიკური სერბებითაა დასახლებული, ისინი სერბულ ვალუტას იყენებენ, აქვთ სერბეთის მოქალაქეობა.

კოსოვოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 1 აგვისტოდან აღარ აღიარებენ სერბულ პირად დოკუმენტებსა და ავტომანქანების რეგისტრაციას, ამის შესახებ კოსოვომ განცხადება 5 წლის წინ გააკეთა.

სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი მიიჩნევდა, რომ 31 ივლისის ღამეს კოსოვო დაიწყებდა სამხედრო ოპერაციას ეთნიკური სერბების წინააღმდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რათა ისინი დოკუმენტების გადაფორმებაზე დაეყოლიებინა.

კოსოვოს ჩრდილოეთისკენ პოლიციის სპეცრაზმი დაიძრა, სერბეთის სამხრეთისკენ კი სერბეთის არმია. იუწყებიან დახურულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სროლის შესახებ.

ოსოვოში ნატო+ ფორმატის ძალებმა გამოაცხადეს მობილიზება და განაცხადეს, რომ თუ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, კონფლიქტში ჩაერევიან.

სერბეთის პრეზიდენტი არმიის გენშტაბის შენობაში მივიდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ნატო+ ძალებთან.

ამის შედეგად, დაძაბულობა კოსოვო-სერბეთის კუთხით, მინიმუმ, 1 სექტემბრამდე განიმუხტა. აშშ-ის თხოვნის შემდეგ, კოსოვოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 1 სექტემბრამდე გადადოს სერბული პასპორტებისა და ავტომანქანების რეგისტრაციის დოკუმენტების შეცვლის პროცესი კოსოვოს ჩრდილოეთში, რაც 1 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და რაც, ფაქტობრივად, კონფლიქტის დაწყების საბაბი გახდა.

სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა უკვე მიმართა მოსახლეობას და იმედი გამოთქვა, რომ დილიდან სიტუაცია დასტაბილურდება. ასევე ვუჩიჩმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...