მთავარისიახლეებიპოლიტიკაliberation.fr: ,, საქართველოს ექსპრეზიდენტმა უკრაინაში საპროტესტო მოძრაობის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო...

liberation.fr: ,, საქართველოს ექსპრეზიდენტმა უკრაინაში საპროტესტო მოძრაობის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და ამავე დროს მიდის საქართველოში ექსტრადირების რისკზეც”

Published on

 

 
ფრანგული გამოცემა liberation.fr უმაღლეს რადასთან მიმდინარე საპორტესტო მიტინგზე, მის ორგანიზარტორზე მიხეილ სააკაშვილზე და კარვების ქალაქზე მოგვითხრობს სტატიაში: ,,მიხეილ სააკაშვილი,  კიევის საპროტესტო მიტინგის ორგანიზატორი.''
 
საქართველოს ექსპრეზიდენტმა საპროტესტო მოძრაობის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და უკრაინის პარლამენტის შენობასთან კარვების ქალაქი ჩადგა. იგი მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს, გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ ამავე დროს იგი მიდის საქართველოში ექსტრადირების რისკზეც.
 
მიხეილ სააკაშვილის მოწვეული მომიტინგეები იმეორებენ რევოლუციურ ლოზინგებს "აღდექ კიევო! სირცხვილი! ბანდიტები ქუჩაში!" კარვების ქალაქი უმაღლეს რადასთან 17 ოქტომბრიდან ჩაგდეს და იქ მხოლოდ ომის ვეტერანები არიან დაბინავებული. კერძოდ ისინი ვინც დაკავშირებული არიან ნახევრადსაომარ ბატალიონებთან "აზოვთან" და "დონბასთან", ადრე კი საომარ მოქმედებებში იყვნენ და იბრძოდნენ სეპარატიზმის წინააღმდეგ , რაც იგივეა თავისუფლებისთვის. ატმოსფერო რადიკალურად განსხვავდება იმ ატმოსფეროსგან, რომელიც მაიდანზე იყო გამეფებული დაახლოებით 4 წლის წინ.
 
"ომის დროს, აღმოსავლეთში, მე მწამდა, რომ მტერი ჩვენს წინ იდგა, ფრონტზე. როდესაც შემეხო  დემობილიზაცია ჩემი ყურადღება ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ მიიპყრო. მე მივხვდი, რომ შიგნით ბევრი რამე უნდა შეიცვალოს,-ამბობს ბოგდან ლეზიცკი ბატალიონ დონბასის ვეტერანი. იგი აცხადებს, რომ მზადაა დაიცვას ბანაკი, რომელიც პოლიცის ძალებისგანაა გარშემორტყმული და სურს , რომ ბოლომდე დარჩეს. ანუ იმ დრომდე ვიდრე პოროშენკო, რომელიც მხილებულია კორუფციაში და ავტორიტარიზმში არ შეასრულებს მოძრაობის მოთხოვნებს. ვეტერანების რადიკალიზმის რისკი რეალურია.ბოგდან ლეზიცკი ამბობს, რომ: ჩვენ არ გვსურდა თავდასხმა პოლიციაზე და არც პარლამენტის დაბლოკვა. ჩვენ არ გვაქვს იარაღი ბანაკში. მაგრამ ნებისმიერმა კარგმა ჯარისკაცმა იცის, როგორ მიიღოს იგი, თუ ამის აუცილებლობა იქნება.
 
ფაქტიურად კარვების ქალაქის ცენტრალური ელემენტები მიხეილ სააკაშვილი და მისი მიკრონაწილი "ახალი ძალების მოძრაობაა". მან თავის ძველ მეგობარს, პეტრე პოროშენკოს  გამოწვევა გაუგზავნა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, ივლისის ბოლოს.  სექტემბერში  იგი დაბრუნდა უკრაინაში, გააერთიანა ოპოზიციური ძალები და უარი გაანცხადა სამოქალაქო საზოგადოებასა და მის პოლიტიკურ მხარდამჭერებზე.
 
სამშაბათს მიხეილ სააკაშვილს კიევში ლტოლვილის სტატუსი ჩამოართვეს. და "მას უკვე ხელს არაფერი უშლის საქართველოში ექსტრადაციაზე"-აცხადებს იური ლუცენკო, უკრაინის გენპროკურორი. საქართველოში კი მასზე ძებნაა გამოცხადებული კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმესთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა,  მიხეილ სააკაშვილი ამჟამად კარავში ცხოვრობს უმაღლეს რადასთან ახლოს, თუმცა მას შეეძლო მიეღო უსაფრთხოების ზომები. იუირი ლუცენკო მას ბრალს სდებს, რომ  იყო ჯგუფის ე.წ. "ტვინი", რომელიც აღვივებდა "გადატრიალების" მცდელობას ქვეყანაში. მისი რამდენიმე მხარდამჭერი ქართველი უკვე დააკავეს ან საქართველოში გაადეპორტეს.
 
უკრაინის პრეზიდენტი ისწრაფვის , რომ გაიმყაროს თავისი ავტორიტეტი უკრაინასა  უცხოეთში, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ და არმიის უფროსმა. 

სიახლეები

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...

ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

სტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის...

“ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა… ბოროტების მოთვინიერება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"ხვალ, ნაცისტების სისასტიკეზე ისაუბრებს ბუჩაში მასობრივი საფლავების მომწყობი. ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ ისინი, ვინც მოაწყო...

ხმაური მზია ამაღლობელის საქმეზე, სადაც ირაკლი დგებუაძე იკითხება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - ამ წუთებში ბათუმის პოლიციის...