მთავარისიახლეებისაზოგადოებაქედაში ბათუმისკენ მიმავალი მიკროავტობუსიდან ექვსი ბავშვი გადმოვარდა. მსხვერპლი არ არის

ქედაში ბათუმისკენ მიმავალი მიკროავტობუსიდან ექვსი ბავშვი გადმოვარდა. მსხვერპლი არ არის

Published on

ინცინდეტი მაღალთიან აჭარაში – ბათუმისკენ მიმავალი მიკროავტობუსიდან ექვსი არასრულწლოვანი გადმოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, კარის გამღები გამოსწიეს და გზის სავალ ნაწილზე ჩავარდნენ. შემთხვევა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ გობრონეთთან მოხდა.
 
პირველადი სამედიცინო დახმარება მოზარდებს ქედის სამედიცინო ცენტრში გაუწიეს. მოგვიანებით კი ბავშვები ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, საშუალო სიმძიმისაა ერთი მოზარდის მდგომარეობა – მას გვიან ღამით თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება კიდევ ორი მოზარდი. დანარჩენებმა საავადმყოფო უკვე დატოვეს.
 
ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები ხულოში, სხალთის ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათთან ერთად იყვნენ პედაგოგები და მშობლები.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...