მთავარისიახლეებისამხედრო თემასაოკუპაციო საზღვართან დაღუპული მესაზღვრის ცხედარი მშობლიურ აბაშაში გადაასვენეს

საოკუპაციო საზღვართან დაღუპული მესაზღვრის ცხედარი მშობლიურ აბაშაში გადაასვენეს

Published on

სოფელ მუჟავაში გუშინ მომხდარ უბედური შემთხვევას, რომელსაც  ახალწვეული ბექა რუსია ემსხვერპლა,  სამხედრო ექსპერტების მსჯელობის საგანი გახდა იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ ფაქტმა ოკუპირებულ ზონებთან საზღვარზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები წარმოშვა.
ექსპერტები  სტრატეგიულ წერტილებში მესაზღვრეებად  ახალწვეულების გამწესებას აკრიტიკებენ, მათი განცხადებით,  საზღვრის ასეთ მონაკვეთებს გამოცდილი კადრები უნდა იცავდნენ.
 
“არ არის სასურველი, რომ წვევამდელი იდგეს ისეთ ადგილას, სადაც მან თავისი გამოცდილების უქონლობით კონფლიქტი გამოიწვიოს. დღეს ეს უბედური შემთხვევა რაც მოხდა, ჩვენს შორის მოხდა. იგივე რომ მოხდეს რუს ჯარისკაცთან, ამან შეიძლება გართულებები გამოიწვიოს და ეს ჩვენ ხელისუფლებას რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა ჩაუყაროს წყალში და ამიტომ, კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას მივაქცევთ,“ – განაცხადა რუსთავი 2 – თან საუბარში სამხედრო ექსპერტმა ნოდარ ხარშილაძემ.
 
ექსპერტები აქცენტს კონფლიქტის ესკალაციის რისკზე აკეთებენ და შესაბამის ორგანოებს სოფელ მუჟავაში მომხდარი შემთხვევის სრულფასოვანი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
 
„გამოძიება უნდა ჩატარდეს, გამოკვლეული იქნას გარემოებები თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა. დაუდევრობას ჰქონდა ადგილი, თამაშს ჰქონდა ადგილი თუ არის ასეთი რამ, ცვლის მომზადების დროს ხდება იარაღის შემოწმება და შესაძლოა, მაშინ მოხდა გასროლა და ანარეკლი ტყვია მოხვდა. უამრავი შემთხვევა შეიძლება იყოს, რაზეც პასუხები მხოლოდ და მხოლოდ გამოძიებამ უნდა გასცეს,“ – აცხადებს საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე.  
 
შეგახსენებთ, გუშინ მუჟავაში ზედ საოკუპაციო საზღვართან მორიგე ახალწვეულს ტყვია  გაუვარდა, რასაც მისი მეგობარი 19 წლის აბაშელი ახალგზარდა ემსხვერპლა, იგი სახის არეში დაიჭრა და  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაღუპული ახალწვეულის ცხედარი უკვე გადაასვენეს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან აბაშაში. ცხედარი სახლამდე პოლიციამ და სამხედროებმა მიაცილეს.
შსს განცხადებით დაღუპული მესაზღვრის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო  საკუთარ თავზე აიღებს.
 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...