მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

Published on

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება, ქვეყნის პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა. 
 
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და მჭიდრო მეგობრობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელში არსებულ ვითარებას, ასევე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
 
რუვენ რივლინის თქმით, ისრაელის სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე შეფასებით, საქართველო საიმედო პარტნიორი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანაა გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. 
 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესახებაც. როგორც აღინიშნა, ამ მიმართულებით, აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. გარდა ამისა, ხაზი გაესვა ხალხთაშორისი ურთიერთობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...