მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტრო 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებაზე, შიდა აუდიტის დასკვნას აქვეყნებს

განათლების სამინისტრო 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებაზე, შიდა აუდიტის დასკვნას აქვეყნებს

Published on

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილისის 67-ე სკოლაში არსებულ ვითარებაზე დასკვნა გამოაქვეყნა.როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, გამოვლენილია მთელი რიგი დარღვევები, რომელიც ეხება ქონების განკარგვასა და ასევე მართვასაც. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული არაერთი საჩივრის საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს,   დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში სწავლობდა. შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე  სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა."შიდა აუდიტის ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში;  სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან,  მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული,"-ნათქვამია დასკვნაში. 
 

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...